თავდამსხმელი კილიან მბაპე არ აპირებს “პსჟ”-თან ახალი კონტრაქტის დადებას.
22 წლის ფორვარდმა გააფრთხილა თავისი ხელმძღვანელობა, სანამ 15 დღიან შვებულებას აიღებდა.
მოქმედი კონტრაქტით ის 2022 წლის ზაფხულამდე რჩება გუნდში. ერთი წლის შემდეგ , მას უფასოდ შეეძლება კლუბის დატოვება.
ადრე დაიწერა, რომ რომ “პსჟ” დიდ შეთავაზებას ამზადებდა მბაპესთვის და მისი ოჯახისთვის.
მათ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს კილიანის უმცროს ძმასთან, 15 წლის ეთან მბაპესთან. ამ ნაბიჯით, ისინი ფიქრობენ, რომ მბაპეს ოჯახთან დარჩენა მოუნდება და ის პარიზში დარჩება.