ამ თამაშიდან შემოგთავაზებთ პოზიციას, რომ ორივე გუნდი გაიტანს. ორივე გუნდი ამ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობით ხვდება და მოტივაციის ნაკლებობას არ უნდა ველოდოთ. ამ გუნდებმა შარშან სამი თამაში გამართეს ერთმანეთში და სამივეში შეძლეს ერთმანეთის კარში გოლების გატანა. მონპელიე შესანიშნავ ფორმაშია, შემტევ ფეხბურთს მისდევს და ამის დასტურია სწორედ ჩემპიონატის წინა ტურში მონაკოს კარში სამი გოლის გატანა. მარსელი უფრო მძიმე გუნდია,თუმცა ფავორიტად ამ თამაშში ვერ დავასახელებთ. მონპელიე თავისი შანსების შექმნას ეცდება და შესაბამისად გოლის გატანასაც. არც მარსელი იქნება უქმად და ეცდება თავისი სტილი მოახვიოს თავზე მეტოქეს. 0-0 და 1-0 ფეხბურთი ძალიან არ მგონია ეს თამაში და ვფიქრობ გუნდები მათი ამჟამინდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე შეძლებენ ერთმანეთის კარში გოლების გატანას.
კოკა კვერნაძის პროგნოზი:
- ორივე გაიტანს
დასაწყისი: 00:00 საათი