ორი ხისტი და უხეში გუნდის დაპირისპირებაა, რომელიც ემოციურ ფეხბურთს გვპირდება და მგონია ამ თამაშში ბარათები უნდა წამოვიდეს. დავიწყოთ იმით, რომ ერთმანეთში ეს გუნდები სულ უხეშობენ და მათ თამაშებში 7,8,9 ბარათი ბოლო წლებია ფიქსირდება. მერეც ეს გუნდები მეტოქეებთან ხშირად უხეშობენ და თუ მსაჯიც უწყობს მატჩს ხელს, ინდივიდუალურად გუნდები მინიმუმ 2-2 ბარათს იკიდებენ. მარიტიმუს ბარათების საშუალო მაჩვენებელი საშინაო თამაშებში გახლავთ 3,3. ხოლო ბელენენსეშის გასვლით შეხვედრებში კი – 3,1… ასე რომ ველი დღესაც უხეშ ორთაბრძოლას ამ გუნდების შესრულებით და ბარათებსაც შესაბამისად. რაც შეეხება მსაჯს, შეხვედრას სჯის ვიტორ ფერეირა, რომელიც დიდად გადამრიე მებარათე მსაჯი არ გახლავთ, თუმცა ბოლო ორ თამაშში რაც ამ კაცმა იმსაჯა, 11 ბარათი უჩვენა გუნდებს. ვფიქრობ თამაშის სცენარი მიცემს პერეირას საშუალებას გუნდებს როგორც მინიმუმ 4 ბარათი უჩვენოს და იმედია ასეც წავა თამაში. ორი ისეთი გუნდია ერთმანეთის პირისპირ, წესით და რიგით ხისტი თამაში უნდა ვიხილოთ. ბელენენსეში ვარდება და იბრძვის დარჩენისთვის, ხოლო მარიტიმუ ცდილობს ევროთასებზე გასვლას. ასე რომ დასკვნა თავად გამოიტანეთ როგორი თამაში უნდა იყოს!…
კოკა კვერნაძის პროგნოზი:
- ბარათების რ-ბა 5,5>
დასაწყისი: 19:30 საათი