ზოგადად დღევანდელი მატჩის მოლოდინი ძალიან დიდია, ხოლო პირადად ჩემთვის კი რაღაც განსაკუთრებული, რადგან ვფიქრობ, რომ უეფა და ლიგა იმ ეტაპზეა რომ უნდა დაამტკიცონ თავიანთი ავტორიტეტი იმის გათვალისწინებით, რომ გამოჩნდა ახალი სუპერ ლიგა რასაც დიდი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა მსოფლიოში.
მაგალითად ჩვენ ვნახეთ ძალიან დრამატული უეფას თასის ფინალი. ვინაიდან უეფას თასის ფინალში ბოლო წლებია ბევრი გოლები გადის და მაგით ხალხს ვეღარ გააკვირვებდი, შემოგვთავაზეს ძალიან ლამაზი სცენარი ლოგიკური დასასრულით, ახალი ჩემპიონი. როგორც უნაი ემერს ასევე ვილიარეალსაც ნამდვილად ეკუთვნოდათ ეს ტიტული.
დღეს კი ველი ისეთ შეხვედრას როგორი მოლოდინიც მქონდა ძალიან დიდი ხნის წინ, ლიგის თითოეული საფინალო მატჩისას. ანუ ბევრი გოლები ლაღი და ამავდროულად დაძაბული შეხვედრა, მითუმეტეს რომ პრემიერლიგური კლუბები ხვდებიან ერთმანეთს და ორივემ კარგად იცის ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარე.
ბოლო ერთი თვის ინტერვალში მათ ორჯერ ითამაშეს და ორივეში იმარჯვა ჩელსიმ, მაგრამ ავღნიშნავ იმასაც რომ ერთი იყო თასის ფინალი, მეორე კი უმოტივაციო შეხვედრა გაჩემპიონებული სიტისთვის. ასევე არცერთ მატჩს არ ესწრებოდა მაყურებელი.
ჩემი მოლოდინი თუ გამართლდა მაშინ ლოგიკურად უნდა ვიხილოთ ბევრი გოლი, კუთხური და ბარათიც კი.
მატჩის მთავარი არბიტრი გახლავთ ანტონიო მიგელ მატეუ ლაჰოზი, რომელმაც უკვე 5 მატჩი იმსაჯა ლიგაზე ამ სეზონში და 25 ყვითელი ბარათი უჩვენა გუნდებს. ჯარიმების საშუალო მაჩვენებელი კი 23.8-ის ტოლია. ასევე ავღნიშნავ რომ ყველა მის შეხვედრაში ორივე გუნდის კარი ილაშქრებოდა.
ლოგიკური პროგნოზი:
- ორივე გაიტანს
- 3.5ზე მეტი გოლი
- მეორე ტაიმში 1.5ზე მეტი გოლი
- 9.5ზე მეტი კუთხური
- 4.5ზე მეტი ბარათი
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი