“მანჩესტერ იუნაიტედი” აგრძელებს მოლაპარაკებას დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედმა” სანჩოს ახალი წინადადება შესთავაზა და ისინი ახლოს არიან შეთანხმებასთან.
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ამატებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” თანახმაა 21 წლის ინგლისელისთვის 85 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაიხადოს.
ასევე, რომანოს ინფორმაციით დორტმუნდული კლუბი მასში 95 მილიონ ევროს ითხოვს.