პავლუჩენკოვამ და რიბაკინამ გუშინ დიდი სანახობა შემოგვთავაზეს ერთეულთა თანრიგში და ერთმანეთიც კარგად დაღალეს, რადგან 2:35 საათი მოანდომეს, მაგრამ დროზე მეტად აქ ფსიქოლოგიური დაღლილობა ბევრად მეტი იქნება რიბაკინასთვის (7-6 2-6 7-9) ვინაიდან მესამე სეტი სწორედ გამოცდილების და გამძლეობის წყალიობით მოიგო პავლუჩენკოვამ.
დღევანდელი დუეტები ახალი შერწყმულები არიან და საკმაოდ კარგადაც გამოსდით თამაში, რადგან გზად ძლიერი და გამოცდილი მეტოქეები გამოიარეს. მაგალითად ლინეტე/პერამ მე-5 ნომრად განთესილი გუარაჩი/კრავჩუკი პირველი წრეში დამაარცხეს (6-3 6-7 6-3), ბოლოს კი ლეგენდარულ ჰრადეჩკასაც მოუგეს ზიგემუნდთან შეწყვილებულს (7-6 7-6) დაძაბულ ორთაბრძოლაში მაგრამ მაინც 2-0.
პავლუჩენკოვა/რიბაკინამ კი წინა წერეში მე-3 ნომრად განთესილი მელიშარი/შუურსი დაამარცხეს საკმაოდ მარტივად (6-4 6-3), მანამდე კი ორი ბევრად მარტივი გამარჯვება მოიპოვს.
ფავორიტი რათქმაუნდა პავლუჩენკოვა/რიბაკინას წყვილია, მაგრამ გუშინდელ დაპირისპირებაზე ტყვილა არ გავამახვილე ყურადღება, რადგან ფსიქოლოგიური დატვირთვა მაინც შეიძლება იქონიოს დღევანდელ მატჩზე. შეიძლება სარისკოა მაგრამ მე მაინც ლინეტე/პერას 1/2 ფინალში გასვლაზე დავდგები.
ექსპერტის პროგნოზი:
- ლინეტე/პერა მოიგებს სეტს მაინც
- ლინეტე/პერა მოიგებს მატჩს
დასაწყისი თბილისის დროით: 14:30 საათი