სამშაბათი, 28 ივნისი, 2022

ლესტერი – ბრაიტონი: ფანის პროგნოზი

ლესტერი ამ თამაშს სერიზოული საკადრო პრობლემებით ხვდება. გუნდს არ ეყოლება მთავარი ფორვარდი ჯეიმი ვარდი და ასევე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის გამოსარჩევია ევანსი, იჰეანაჩო და ფოფანა. ბრაიტონის დანაკლისი უმნიშვნელოა და თოლიები ეცდებიან ეს მცირე უპირატესობა გამოიყენონ. ლესტერს მაინც აკადემიურ სტილში მოუწევს თამაში და არა მგონია ბრაიტონს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზოს განსაკუთრებით პირველ ტაიმში. არც ბრაიტონია ის გუნდი მელიებს თამაში გაუხსნას პირველივე ტაიმში და აქტიური, შემტევი ფეხბურთი შესთავაზოს. შეხვედრას მსაჯობს მარტინ ატკინსონი, რომელიც ბარათების ჩვენების მხრივ ლოიალურობით გამოირჩევა და საკმაოდ იშვიათად აყვითლებს ფეხბურთელებს. მართალია მის მიერ ნამსაჯი ბოლო მატჩი არსენალსა და ლივერპულს შორის გამოირჩა ბარათებით (6), თუმცა იმ თამაშში მეორე ნახევარში ისეთი მოვლენები განვითარდა ატკინსონს შანსი არ დაუტოვეს ბარათები არ ამოეღო და არ გაეფრთხილებინა ფეხბურთელები. აქვე აღვნიშნავ, რომ ექვსი ბარათიდან მხოლოდ ერთი უჩვენა ატკინსონმა გუნდებს მხოლოდ პირველ ტაიმში. ძალიან არ უყვარს ამ მსაჯს პირველივე ტაიმში ბარათების ჩვენება და ზოგადად მატჩებშიც ბარათებს ნაკლებად იღებს ხოლმე. ვფიქრობ ლესტერი – ბრაიტონის პირველი ნახევარი არ უნდა გამოდგეს ისეთი დრამატული ატკინსონმა ბარათები უფრიალოს გუნდებს. აძლევს ეს მსაჯი ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას და აკადემიურ ინგლისურ სტილში თუ რაიმე 100%-იანი საბარათე ეპიზოდი არაა, გაფრთხილებას არ აძლევს ფეხბურთელებს. ატკინსონი ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული მსაჯია პრემიერლიგაში, რომელიც წმინდა საფეხბურთო პრინციპებით უძღვება თამაშებს. ამ მსაჯის პროვოკაციებზე წამოგება თითქმის შეუძლებელია და გამომდინარე იქედან, რომ ლესტერი-ბრაიტონი ხისტი თამაში არ მგონია და მითუმეტეს პირველ ნახევარში, ვფიქრობ ატკინსონს არანაირი საფუძველი არ ექნება 2 ბარათი უჩვენოს ტაიმში გუნდებს.

კოკა კვერნაძის პროგნოზი:

  • ბარათების რ-ბა I ტაიმში 1,5<

დასაწყისი: 18:00 საათი

პოპულარული

ტრანსფერები – ლუის სუარეზი არგენტინაში ითამაშებს

ლუის სუარეზი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება. ურუგვაელი ფეხბურთელი კარიერას არგენტინაში, კერძოდ რივერ პლეიტში გააგრძელებს. ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს მადრიდის ატლეტიკო  თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამ დროის...

ტრანსფერები – რა ხდება იუვეს გარშემო?

ფედერიკო გატი, პოლ პოგბა და ახლა უკვე თითქმის დასრულებული მესამე სატრანსფერო გარიგება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ანხელ დი მარია გახლავთ. იუვენტუსი კი ამაზე გაჩერებას...

ეროვნული ლიგა – ლოკოს კრიზისი გრძელდება

გასულ კვირაში თბილისის ლოკომოტივმა სეზონში, უკვე რიგით მესამე მწვრთნელი წარადგინა. ალექსანდრე ინწკირველმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და მისი შემცვლელი ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი იქნება. გუშინ...

NBA – ირვინგმა გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

როგორც იქნა ბრუკლინის კალათბურთელმა, კაირი ირვინგმა გადაწყვეტილება მიიღო და მან The Athletic-თან საუბარში დაადასტურა, რომ ის ბრუკლინში რჩება. მისი ანაზღაურება მომავალ წელს 37 მილიონი დოლარი...

ჩოგბურთი – ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო შედეგით დაიწყო. კაცთა ერთეულთა თანრიგში, ჩვენი ქვეყნის ერთადერთმა წარმომადგენელმა,  ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პირველ წრეში 36 წლის ჩეხი ლუკას როსოლი...

უახლესი

ტრანსფერები – რა ხდება იუვეს გარშემო?

ფედერიკო გატი, პოლ პოგბა და ახლა უკვე თითქმის დასრულებული მესამე სატრანსფერო გარიგება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ანხელ დი მარია გახლავთ. იუვენტუსი კი ამაზე გაჩერებას...

NBA – ირვინგმა გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

როგორც იქნა ბრუკლინის კალათბურთელმა, კაირი ირვინგმა გადაწყვეტილება მიიღო და მან The Athletic-თან საუბარში დაადასტურა, რომ ის ბრუკლინში რჩება. მისი ანაზღაურება მომავალ წელს 37 მილიონი დოლარი...

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

დასასრულს უახლოვდება ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდელებს შორის. დღეს, 1/2 ფინალური მატჩები იმართება და ერთ-ერთს გთავაზობთ. ინგლისის ნაკრები მთავარი ფავორიტია ტურნირის, ამ ასაკში ყოველთვის გამორჩეული თაობა ყავთ...

ჩოგბურთი – ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო შედეგით დაიწყო. კაცთა ერთეულთა თანრიგში, ჩვენი ქვეყნის ერთადერთმა წარმომადგენელმა,  ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პირველ წრეში 36 წლის ჩეხი ლუკას როსოლი...

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

ფეხბურთი შვედეთი, ალსვენსკა ელფსბორგი - ვარბერგი ================= ამ თამაშიდან კარისკენ დარტყმებს შემოგთავაზებთ. ელფსბორგი ბოლო ტურებია კარისკენ კარგად ურტყამს და საშუალოდ 13,5 დარტყმას ასრულებს. ბოლო მატჩში ნორჩოპინგთან 15-ჯერ შეასრულა...

მსგავსი სიახლეები