დღეს მართლაც რომ ძალიან მაგარი შეხვედრა გველის, რადგან ყველაფერი გვაქვს ამისთვის დაძაბულობა უძლიერესი კალათბურთელები და სერიის მეექსვე მატჩი ლეიკერსის დარბაზში თან როცა 2-3ს მარცხდებიან. ასვე მათ დევისის სახით დიდი დანაკლისი აქვთ და რომც ითამაშოს ეს ის დევისი ვერ იქნება, რადგან მას სერიოზული ტრავმა აქვს და არა ჩვეულებრივი მხრის ან რამე ელემენატარული პრობლემა.
მე მინდა გაგესაუბროთ პირადად ლებრონ ჯეიმსზე, რომელიც 18 წლის განმავლობაში 15-ჯერ გავიდა ფლეიოფში და პირველი წრის ანგარიში 14-0ზე აქვს. მას მხოლოდ დერეკ ფიშერი და რობერტ ჰორი უსწრებენ რომელთა ბალანსი ამ ასპექტში 16-0ზე გახლავთ.
ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ 5 სერიის შემდეგ ლებრონს არასოდეს ჰქონია ანგარიში 2-3 და მხოლოდ ერთხელ მოუწია 7 შეხვედრის ჩატარება კლივლენდის რიგებში ინდიანას წინააღმდეგ 3 წლის წინ.
მართლაც რომ ფსიქოლოგიურად ლებრონს მოუწევს ბევრი რამის დაძლევა, მაგრამ როცა მეფობაზე გაქვს პრეტენზია ესეთი სირთულეები აუცილებლად უნდა დაძლიო.
ლოგიკური პროგნოზი:
- ლეიკერსი მოიგებს
- ჯეიმსის 29.5ზე მეტი ქულა
დასაწყისი თბილისის დროით: 06:30 საათი