ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლონდონის (2012) ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ბრინჯაოს პრიზიორმა შვედი ტომი მასიასი დაამარცხა.
ფინალამდე შავდათუაშვილმა სძლია ალონსო ვინგას (პერუ), ედუარდო ბარბაროსას (ბრაზილია), იონატან ელბაზს (ისრაელი), მიკლოშ უნგვარის (უნგრეთი) და ბილალ ჩილოღლუს (თურქეთი).