ევრო პირველობის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მოვიდა დრო, ცნობილია ადამიანების და ჟურნალისტების შემდეგ, ჩვენი საიტის ექსპერტებსაც ვკითხოთ პროგნოზების შესახებ, დღევანდელი ჩვენის ტუმარი LOGICBET-ის ერთერთი მთავარი ექსპერტი ლაშა კაიშაურია:
ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?
სამი მთავარი ფავორიტი საფრანგეთი, პორტუგალია და ინგლისი.
საფრანგეთმა თითქმის შეინარჩუნა იგივე შემადგენლობა რომელიც მსოფლიო ჩემპიონობაში დაეხმარა, პლიუს ამას ნაკრებს ბენზემა დაუბრუნდა და მბაპე ბევრად გამოცდილია ახლა.
პორტუგალის ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს, დაცვაში ყავს პრემიერლიგის საუკეთესო მცველი რუბენ დიაში, პრემიერლიგის საუკეთესო (ერთ ერთი საუკეთესო) ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში და რაღათქმაუნდა ყავს კრისტიანო რონალდო .ასევე ყავს, ბერნარდო სილვა და ფელიპე ლუიში, ეს უკანასკნელი სულაც შეიძლება ტურნირის აღმოჩენა გახდეს.
რაც შეეხება ინგლისი ნაკრებს, ინგლისს ყოველთვის ერთი მეორეზე უკეთესი შემადგენლობა ყავდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, მაგრამ წარმატებას ერტი გამონკალისის გარდა(1966 წელს მოიგო მსოფლიო) ვერასდროს აღწევდა, მაგრამ წელს რატომღაც მგონია რომ თავის სიტყვას იტყვიან, ძალიან კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა ყავს, მარტო მარჯვენა მცველის პოზიციაზე იმხელა კონკირენციაა, რომ…. არანაკლები სიტუაციაა ნახევარდაცვაში, გრილიში, დეკლან რაისი, სანჩო, მაუნტი და თავდასხმაში პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი.
ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?
მთავარი იმედგაცრუება ვფიქრობ ესპანეთი იქნება, 1990 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ასეთი სუსტი ესპანეთი ნაკრები მე პირადად არ მახსოვს. მთავარ იმედგაცრუებას მოთამაშის მხრივ რაც შეეხება ძნელი სათქმელია, ვინაიდან 1 კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება ძნელი იქნება, მაგრამ ვინაიდან ვფიქრობ რომ მთავარი იმედგაცრუება ესპანეთის ნაკრები იქნება, ფეხბურთელსაც ამ ნაკრებიდან დავასახელებ და ვიტყვი რომ ეს იქნება დანი ოლმო. ოლმო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, კლუბშიც დაამტკიცა ეს და ნაკრებშიც, მაგრამ ნაკრების დონეზე ასეთ დიდ ტურნირზე მაინც სულ სხვა კლასი ესაჭიროება.
კიდე ერთი იმედგაცრუება ჩემი აზრით ეს იქნება ნიდერლანდების ნაკრები მემფის დეპაისთან ერთ. ესპანეთის არ იყოს ასეთი სუსტი ნიდერლანდები პირადად მე არ მახსოვს, ნაკრები რომელიც მემფის დეპაიზეა დამოკიდებული არამგონია ბევრი რამე შეძლოს ასეთ დიდ ტურნირზე.
ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?
აღმოჩენა ნაკრებს რაც შეეხება, მგონია უკრაინის ნაკრები იქნენა ერთ ერთი მთავარი აღმოჩენა. უკრაინის ნაკრები ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული,
პერსონალური ამღმოჩენა კი შეიძლება გახდეს იტალიური “ატალანტას” ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი.
ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?
პირადად მე ნიდერლანდებს ვქომაგობ, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ ერთი იმერგაცრუება მგონია წლევანდელი ევროპის ჩემპიობატის.
რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?
ახალი ალბათ ის იქნება რო.მაყურებელს ვნახავთ სტადიონზე 🙂 ახალი კიდე ის, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველად ტარდება ასეთი ფორმატით, რამოდენიმე ქვეყანაში ერთად.
მადლობა