“ბარსელონას” პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას ძალიან სურს თავის გუნდში “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ხილვა.
As-იუწყება, რომ, მას შემდეგ, რაც მან მესი დაითანხმა კონტრაქტის გაგრძლებაზე, უკვე პორტუგალიელის გადაბირებაზე ფიქრობს. მას ძალიან სურს, რომ ამ ორმა ლეგენდამ, ერთად ითამაშონ კატალონური კლუბისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, წავა თუ არა ასეთ ნაბიჯზე 36 წლის ფორვარდი. “ბარსელონა” ჯერ არ შეხმიანებია პორტუგალიელის აგენტს.
კატალონური კლუბი რონალდოს სანაცვლოდ, მზადაა დათმოს ანტუან გრიზმანი, სერჯი რობერტო და ფილიპე კოუტინიო.
“ბარსელონაში” თვლიან, რომ მესი და რონალდოს ტანდემი, კლუბისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.