UFC-ს პრეზიდენტმა დეინ უაითმა კომენტარი გააკეთა კონორ მაკგრეგორის ტრავმაზე, რომელიც მან მიიღო დასთინ პორიესთან თამაშის დროს.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ირლანდიელს დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.
“მე მომეჩვენა, რომ ეს კოჭი იყო, მაგრამ მე ექიმი არ ვარ. როგორც კი რენტგენს გაუკეთებენ გაარკვევენ რა ჭირს.
კონორმა კარიერა უნდა დაასრულოს? ხვალ მას ოპერაცია მოუწევს. ჩვენ არ ვიცით დიდი ხნით მოუწევს შეჩერება თუ რამდენი ხნით მოუწევს რეაბილიტაცია და თერაპია” -თქვა უაითმა.
პორიემ პირველ რაუნდში მოუგო კონორს ტექნიკური ნოკაუტით. ექიმმა შეაჩერა შეხვედრა მაკგრეგორის მოტეხილობის გამო.
.