ხუთშაბათი, 9 დეკემბერი, 2021

კილიან მბაპე – ჭირვეული ბავშვი?

კილიან მბაპე, ცნობადი პატარა ასაკში გახდა. ოჯახი კილიანს დიდი მომავლისთვის ბავშვობიდანვე ამზადებდა. კილიანის მამა უბრალოდ კარიერის დაგეგმვის გენიოსია. უფროსი მბაპე ისე წარმართავს შვილის კარიერას, რომ კილიანი დღემდე წინ მიდის. კილიანს ყველაფერი იდეალურად გამოსდის. ყველაზე ახალგაზრა გოლის ავტორი მონაკოს ისტორიაში, ნაციონალური ტრიპლის ფლობელი პეესჟეს შემადგენლობაში. პელეს შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ტიტულები და მიღწევები ისეთი აქვს კილიანს, რომ ამაზე ყველა ოცნებობს. რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვის ნიშანი – შეძლებს თუ არა მბაპე რომ გაუძლოს ვარსკვლავურ წნეხს? ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ – ვერა.

მბაპესი რომ გვესმოდეს, მისი კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. 22 წლისთვის, კილიანის კარიერა, უბრალოდ თავბრუდამხვევია. ახალგაზრდა შემტევი, რომელსაც მთელი კარიერაა მამა სწორი გზით ატარებს, არც ერთხელ არ შემცდარა. ყველა მათი გადაწყვეტილება წარმატებული გამოდგა. ბოლო საგა მბაპესთან დაკავშირებით რეალში გადასვლა იყო. აქ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ რეალში გადასვლა მბაპეს 13 წლის ასაკში შეეძლო, როცა მადრიდელებს კილიანის ახალგაზრდულ გუნდში წაყვანა სურდათ.

მაშინ ტრანსფერს ხელი მამამ შეუშალა. ჩათვალა, რომ მისი შვილი რეალში გადასვლას ყოველთვის მოასწრებდა და იმ მომენტში სათამაშო დრო და საუკეთესო პირობები ჭირდებოდა. შემდეგ იყო მონაკო, 180 მილიონი ევრო, პეესჟე, საფრანგეთის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონობა. ყველგან წარმატება და იდეალური სიტუაცია, რასაც უბრალოდ არ შეიძლებოდა, რომ კვალი არ დაეტოვებინა ახალგაზრდა ფეხბურთელზე.

მბაპეს ოჯახიც არაფერს იკლებს. მამა მბაპე ყოველთვის საუკეთესოს ითხოვს მისი შვილისა და ოჯახისთვის. მაგალითად პეესჟეს დაცვა და მძღოლი ააყვანინეს, არადა საერთოდ კერძო თვითმფრინავს სთხოვდნენ. რეალისგან ახლა ათობით მილიონ ევროს ითხოვენ. აჰ კინაღამ გამომრჩა, პეესჟე ვალდებულია მბაპეს საოცრად დიდი ბონუსი გადაუხადოს, თუ ოქროს ბურთს აიღებს. ასევე ძალიან დიდი ბონუსი ელოდა იმ შემთხვევაშც თუ პეესჟეს ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნიდნენ. და ეს ყველაფერი თინეიჯერს.

როცა სკოლის მოსწავლე ხარ და გაკითხავს კერძო თვითმფრინავი, ანგარიშებზე მილიონები გერიცხება, გამორიცხულია, რომ ამან არ იმოქმედოს.

ბევრი დაკვირვების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყველაფერი რასაც მბაპეზე ამბობენ პარტნიორები და მწვრთნელები არის ქება, იმისთვის რომ მბაპეს რამე არ ეწყინოს.

ფაქტებს რომ დაავუკვირდეთ, სკანდალები მბაპეს მუდამ თან სდევენ მას შემდეგ რაც მონაკოში აღმოჩნდა. გავრცელდა ხმები რომ პეესჟეში გადასვლამდე ერთი თვით ადრე კილიანი თანაგუნდელებს, ფაბინიოს და რაჯის ეჩხუბა. ჩხუბის გამო კილიანი ვარჯიშიდან გააძევეს, თუმცა ფრანგმა მოედანი არ დატოვა, რის შემდეგაც მთლიან გუნდს მოუწია სხვა მინდორზე ვარჯიშის გაგრძელება. თავისთავად კილიანი შემდეგი მატჩისთვის შემადგენლობიდან ამოაგდეს და ამის შემდეგ 2 კვირაში ის უკვე პარიზში იყო.

აი პეესჟეში, რომელშიც სკანდალები ჩვეული ამბავია მბაპე იდეალურად ჩაჯდა. პირველმა წელმა მშვიდად ჩაიარა, მბაპე ადაპტირდებოდა და თანაც მის აბსოლუტურად ყველა ხუშტურს ასრულებდნენ. მაგრამ შემდეგ საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მბაპე ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. სკანდალები თითქოს არ მომხდარა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კილიანს ძალიან ძაბავდა იმ ფორმაციის ნაკრების მთავარი ლიდერი – ანტუან გრიზმანი. მოთამაშეებს ერთმანეთს ხშირად ადარებდნენ და თითქმის ყოველთვის სიმპათიები უფრო ანტუანისკენ მიდიოდა, თურმე ეს მბაპეს აგიჟებდა.

მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მიღების შემდეგ მბაპე შეიცვალა და ამით ყველა დაზარალდა, განსაკუთრებით პარიზელთა მაშნდელი მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელი. ერთხელ ვარჯიშზე იჩხუბეს კიდეც, თუმცა ტუხელმა გასახდელში სიტუაცია მაინც დაალაგა. საბოლოოდ გერმანელმა მბაპესთან შეწყობა მოახერხა და თანაც იმდენად, რომ მისი გაშვება მბაპეს ეწყინა კიდეც.

2021 წელი მბაპესთვის მძიმე გამოვიდა. პეესჟე ლიგის ნახევარფინალში გამოვარდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლიგა 1-ში წააგო. სიტუაცია ევროპის ჩემპიონატს უნდა გამოესწორებინა, თუმცა ბენზემას ნაკრებში დაბრუნებამ, ჟირუსთან და გრიზმანთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ, მბაპე ისეთ ზომამდე მიიყვანა, რომ შვეიცარიასთან გადამწყვეტი პენალტი სწორედ მან გააფუჭა და საფრანგეთის ნაკრებიც სახლში გაემგზავრა.

რამდენიმე თვის შემდეგ კი ახალი სკანდალი. ამჯერად უკვე კილიანმა ყველა ხაზს გადააბიჯა. მან ნეიმარს შეუტია.

ნეის და კილიანს თავიდანვე იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ნეიმარი უმაღლესი დონის ტალანტის გარდა, უმაღლესი დონის სკანდალისტიცაა, რომელიც პარიზში აბსოლუტურად ყველას ეჩხუბა. ასე რომ ერთმანეთს ბიჭებმა ხასიათებითაც კარგად გაუგეს. საწყის პერიოდში კილიანი ავტორიტეტებს სცნობდა და როცა პარიზში გადავიდა, აღნიშნა კიდეც რომ ნეიმარის დასახმარებლად მიდიოდა. ბიჭებს იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ნეიმარმა მბაპეს ერთ-ერთ ინტერვიუში უმცროსი ძმაც კი უწოდა: „ჩვენ პრაქტიკულად ძმები ვართ, ის უმცროსი, მე უფროსი. ჩვენ ხშირად ვკამათობთ, მე მას ვუყვირი მოედანზე, ვხელმძღვანელობ სად გაიქცეს რა გააკეთოს და ა.შ.. მე მისთვის პრობლემა ვარ, მაგრამ კილიანისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა.” – აცხადებდა ნეიმარი.

ურთიერთპატივისცემა უფრო იზრდებოდა და მყარდებოდა, მცირე ხმების შემდეგ, მბაპე ნეიმართან ბოდიშის მოსახდელადაც მივიდა, ისევე როგორც ჟირუ მასთან, თუმცა მბაპეს სტატუსი შეიცვალა და ახალ სეზონში ის ისეთივე როლით დაბრუნდა როგორითაც ნეიმარი. აქ კი საბოლოო ბზარი გაჩნდა ამ ორს შორის. მბაპემ სახალხოდ თქვა: „ის მე ასეთ პასებს არ მაძლევს“.

ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მბაპე უფროსი ძმის მიმართ ხმას აიმაღლებდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა. არც ნეიმარს მოუხდია ბოდიში მბაპესთვის „ცუდი პასებისთვის“, საერთოდ არ შეიმჩნია. მაგრამ, ბოლო მომენტში მძიმე კონფლიქტი თავიდან მაურისიო პოჩეტინომ აიცილა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ჩანს მბაპე და ნეიმარი ერთ სიმაღლეზე არიან. ხოლო თუ ფრანგის კარიერას გადავხედავთ, ვნახავთ რომ ასეთ შემთხვევებში მბაპეს სკანდალები უყვარს და სავარაუდოდ არც ახლა შეიკავებს თავს. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როდის გასკდება კიდევ ერთხელ ფრანგი ვარსკვლავის ეგო და ნეიმარს საბოლოოდ როდის დაეჯახება. აი მერე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთმა კიდევ ერთი ჭირვეული და მძიმე ხასიათის ვარსკვლავი შეიძინა.

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ზენიტი-ჩელსი 2 ბაიერნი-ბარსელონა  1 ატალანტა-ვილიარეალი 1X და 1.5-ზე მეტი გოლი მანჩესტერი-იანგ ბოიზი 1

ბაიერნი-ბარსელონა: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

ტურის მატჩების მშვენება, რომელიც სამწუხაროდ უმაყურებლოდ ჩაივლის. ბავარიელებისთვის ყველაფერი გარკვეულია ამ თამაშში, კატალონიელებს კი მხოლოდ მოგება სურთ, მაგრამ როგორია თუნდაც უმოტივაციო ბაიერნის დამარცხება მიუნხენში. აქ მთავარი...

ვოლფსბურგი-ლილი: დავით ღამბაშიძის პროგნოზი

ჯგუფი სადაც 4 გუნდის გასვლა არ გასვლის საკითხი ბოლო ტურში გადაწყდება. ლილი 8 ქულით ლიდერობს G-ჯგუფს, მაგრამ ვოლფსბურგს 5 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში...

ზალცბურგი-სევილია: ექსპერტის პროგნოზი

  დღეს G ჯგუფის მეორე თამაშის პროგნოზსაც შემოგთავაზებთ, რადგან ალბათ ყველაფერი საინტერესო აქ ხდება. ამ შეხვედრაშიც თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა, ზალცბურგს შანსი ეძლევა არ წაგებით მოხვდეს...

მანჩესტერი-იანგ ბოიზი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

იუნაიტედმა უკვე მოასწრო ახალი მწვრთნელის ხელში პირველი მატჩის ჩატარება და მოიგო კიდეც. მათ შეძლეს და შინ კრ.პალასი დაამარცხეს. დღეს მანიუ თავის ბოლო მატჩს გამართავს ჯგუფურ ეტაპზე...

ზენიტი-ჩელსი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპების ბოლო დღეა. ჩელსის რუსულ ყინვაში მოუწევს ზენიტთთან დაპირისპირება და რათქმაუნდა მოგებასაც ეცდება. ჩელსი მოგების შემთხვევაში ინაღდებს პირველ ადგილს, რაც 1/8 ში...

უახლესი

უნიონ ბერლინი-სლავია პრაღა: თორნიკე მალაზონიას პროგნოზი

ბერლინში ამ მატჩს ფინალი დაარქვეს. საკვირველია ასეთი მიდგომა კონფერენს ლიგაზე გუნდისთვის, რომელიც ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მაგრამ ნებისმიერი ევრო თასი უნიონისთვის დღესასწაულია. სლავია ჩეხეთის...

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

1. ვოლფსბურგი-ლილი X2 და 1.5-ზე მეტი გოლი (2.1კ) 2. ზალცბურგი-სევილია  42.5-ზე მეტი აუტი (1.8კ) 3. ატალანტა-ვილიარეალი  8.5-ზე მეტი კუთხური (1.5კ) 4. ატალანტა-ვილიარეალი ვილიარეალის 2.5-ზე მეტი...

ატალანტა – ვილიარეალი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

დღეს ტურის ალბათ ყველაზე, (ერთ-ერთი მაინც) საინტერესო მატჩი გაიმართება ბერგამოში. ატალანტა მთლიანად თავის თავზეა დამოკიდებული, დღეს თუ შეძლებს და მოიგებს ის 1/8 ფინალშია, ვფიქრობ მოიგებენ...

ზალცბურგი-სევილია: ექსპერტის პროგნოზი

  დღეს G ჯგუფის მეორე თამაშის პროგნოზსაც შემოგთავაზებთ, რადგან ალბათ ყველაფერი საინტერესო აქ ხდება. ამ შეხვედრაშიც თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა, ზალცბურგს შანსი ეძლევა არ წაგებით მოხვდეს...

ვოლფსბურგი-ლილი: დავით ღამბაშიძის პროგნოზი

ჯგუფი სადაც 4 გუნდის გასვლა არ გასვლის საკითხი ბოლო ტურში გადაწყდება. ლილი 8 ქულით ლიდერობს G-ჯგუფს, მაგრამ ვოლფსბურგს 5 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ზენიტი-ჩელსი 2 ბაიერნი-ბარსელონა  1 ატალანტა-ვილიარეალი 1X და 1.5-ზე მეტი გოლი მანჩესტერი-იანგ ბოიზი 1

მსგავსი სიახლეები