გამომცემლობა Tuttosport-მა წარადგინა 100 ფეხბურთელის სია, რომლებიც Golden Boy -ს პრიზის პრეტენდენტები არიან. ეს ჯილდო გადაეცემა 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს.
ნომინანტების სიაშია საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. ის ერთადერთი ნომინანტია რუსეთის პრემიერ-ლიგიდან.
გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება. წინა წელს ეს პრიზი ერლინგ ჰალანდს გადაეცა.