ნამდვილმა წითელმა მანქანამ (რუსები თავიანთ ჰოკეის ნაკრებს ასე მოიხსნიებენ), კანადის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფინეთი დაამარცხა– 3:2 (ОТ). ეს მათი 27-ე ტიტულია და ამით რუსეთს/საბჭოთა კავშირს გაუთანაბრდნენ. 1992 წლიდან კი მე-8 ჩემპიონობა. ამ მონაკვეთში რუსებმა ეს 5-ჯერ შეძლეს. ყველაზე დაფასებული მოთამაშე გახდა კანადელი ენდრიუ მანჟიპანი, რომელმაც რუსეთის ნაკრები “დამარხა”, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი მისი თანამემამულე კონორ ბრაუნი. ბრინჯაოს მედლის მფლობელი აშშ-ს ნაკრები გახდა, რომლებმაც გერმანელები დაამარცხეს 6-1.