ანგელინა კალინინა უკრაინელია (24 წლის, 125-ე ჩოგანი) და ის რუს ანასტასია გასანოვას (22 წლის, 170-ე ჩოგანი) შეხვდება. უკრაინელი ძალიან ბევრ ტურნირზე გამოდის და მშვენივრადაც ასპარეზობს. ცოტა ხნის წინ მან ITF სერიის ტურნირი მოიგო პორტუგალიაში. მშვენივრად გამოვიდა საფრანგეთის ღია ჩემპიონატზეც. ვფიქრობ, კალინინა შესანიშნავ ფორმაშია და ნელ-ნელა რეიტინგშიც იმატებს.
აი, გასანოვას გამოსვლა კი სუსტია. ერთადერთი რაც მან წელს გააკეთა, არის პეტერბურგის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა, სადაც ის ვერა ზვონარევასთან დამარცხდა.
ასე მგონია, რომ ფავორიტია კალინინა. ჩემი პროგნოზია კალინინას (-4,5) ფორით მოგება
ლოგიკური პროგნოზი:
კალინინას (-4,5) ფორით მოგება
დასაწყისი: 24/06/2021 14:00 საათი