საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნაწილი დასასრულს უახლოვდება. გუნდები შესარჩევის დასკვნითი მატჩებს ივლისის პირველ კვირაში გამართავენ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ და ამ ეტაპზე ჯგუფის ლიდერი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯიო სკარიოლომ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა ვისაც უახლოეს მატჩებში გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ამ შეკრებაზე NBA-ს ვარკსკვლავების და სხვა წამყვანი მოთამაშეების გარეშე იქნება.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა: ბარეირო(უნიკახა), ბასასი(ხოვენტუტი), ბრისუელა(უნიკახა), კოლომი(აეკი), დიასი(უნიკახა), დიესი(სან პაბლო ბურგოსი), ფერნანდესი(უნიკახა), გუერა(ტენერიფე), ლოპეს-აროსტეგი(ვალენსია), პარა(ხოვენტუტი), პრადილია(ვალენსია), სალვო(გრან კანარია), საისი(ალმარკი), სიმა(მანრესა), იუსტა(სარაგოსა), პერესი(ანდორა)
ესპანეთის ნაკრები 1 ივლისს სარაგოსაში ჩრდილოეთ მაკედონიას, 4 ივლისს თბილისში საქართველოს ნაკრებს, ხოლო 7-ში – უკრაინას რიგაში დაუპირისპირდება
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ესპანეთი ჯგუფის ლიდერია და მათ ჯერჯერობით 100%-იანი შედეგი (3დან 3 მოგება) აქვთ. მათ შორის ერთ-ერთ ტურში საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან 89-61 – ჩვენ ნაკრებს კი 4 თამაშში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.
ესპანეთს და საქართველოს ნაკრებებს შემდეგ ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვთ და უახლოეს მატჩებში გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა თუ ვინ იქნება მესამე გუნდი – უკრაინა თუ ჩრდილოეთ მაკედონია.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე