64 წლის წინ 1958 წლის 6 თებერვალს “მანჩესტერ იუნაიტედის” თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გარდაიცვალა 23 ადამიანი. მათ შორის 8 ფეხბურთელი. თუმცა კლუბმა მოახდინა მკვდრეთიდ აღდგომა და 1968 წელს ჩემპიონთა თასი მოიგეს. ფინალში გუნდს 6 თებერვალს გადარჩენილი ბობი ჩარლტონი კაპიტნობდა (რომელიც შემდგომ კლუბის საპატიო პრეზიდენტი გახლდათ), ხოლო მწვრთნელად ისევ მეტ ბასბი იყო, რომელიც 6 თვე მკურნალობდა 6 თებერვალს მიღებულ ტრავმებს.