ორშაბათი, 2 აგვისტო, 2021

თეა სიჭინავა – სკუარდა აძურას ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :))

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი საქრთველოში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გემოვნებიანი გულშემატკივარია, ყოველთვის ობიექტურია და თანამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრ სპორტულ ჟურნალისტზე უკეთესადაც კი ესმის ფეხბურთი, წარმოგიდგენთ თეა სიჭინავას პროგნოზს, რომელიც ნამდვილად ძალიან ლოგიკური და კომპეტენტურია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიამ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარული, სრულად ამომაგდო რიტმიდან. ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ვერც კი ვადევნებდი თვალს საყვარელ სპორტის სახეობას, მაგრამ ვეცდები მაინც გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება დაგროვილი ინფორმაციიდან გამომდინარე.

როცა ასეთი რანგის ტურნირის საფინალო ეტაპზე ხვდები, ნებისმიერი შეიძლება იქცეს ფავორიტად. ამიტომ, მე დავასახელებდი იმ გუნდებს, რომელთაგანც სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს ველი.

საფრანგეთი: გუნდს არ დაუკარგავს ძალები და ხიბლი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. კვლავაც დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს ყველა რგოლში და ამას ემატება, კარიმ ბენზემას ფაქტორიც, რომელიც სანაკრებო გოლებზე ალბათ დამშეულიც კია.

ესპანელი სპეციალისტის, რობერტო მარტინესის მიერ გაწვრთნილი ბელგიის ნაკრები ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. იმ გუნდების სიაში შევიყვანდი, რომელთაგანაც სერიოზულ შედეგს ველი. ფრანგების მსგავსად, ბელგილებსაც თანაბარი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ნაკრებში და კონკურენციაც დიდია!

მესამე გუნდის დასახელება ცოტა მიჭირს, მაგრამ მაინც გავრისკავ. ზოგადად, ინგლისის ნაკრებისგან გვაქვს მოლოდინი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოლოდინი უმეტეს შემთხვევაში არ მართლდება. შეიძლება წელს გამონაკლისი იყოს, რადგან ბოლო მუნდიალიდან 2 წლის შემდეგ  ინგლისმა სერიოზული ახალგაზრდებით გააძლიერა ნაკრები, რომლებსაც ზურგს კარგი პრაქტიკა უმაგრებთ. ვნახოთ, ბოლო-ბოლო დროა, გაიბრწყინოს ინგლისმაც.


ვინ იქნება შენი აზრით, მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაც არ მეპატიება, მაგრამ ხომ ვერ დავმალავ? :))) რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩემი საყვარელი გუნდისგან, იტალიისგან, დიდად არაფერს ველი. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია. ამის თქმის საფუძველს, რა თქმა უნდა შემადგენლობა მაძლევს, რომელიც არ გამოიყურება საჩემპიონოდ.

ასევე არაფერს ველი ესპანეთის ნაკრებიდანაც, სადაც თაობათა მტკივნეული ცვლა მიდის.

აქვე დავასახელებდი გერმანიის ნაკრებსაც, ეს ლიოვის ბოლო ტურნირია და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს!!!


ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ტურნირის აღმოჩენა მოთამაშემ აუცილებლად ფინალამდე უნდა მიაღწიოს, ასე ზედაპირულად ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობს, ეს ჩემპიონატი შესაძლოა მბაპეს გაელვების  იყოს. ზოგადად, ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ ამ ფეხბურთელს.


ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა, მაქსიმალურად ობიექტურად, როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

უკვე ვთქვი მაღლა, რომ იტალიას. მოლოდნიც არცთუ საიმედო მაქვს, მაგრამ ჩემი ამ გუნდის მიმართ სიყვარულს და გულშემატკივრობას, ეს მაინც ვერაფერს დააკლებს. როგორც იტყვიან, სკუარდა აძურას ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :))


რა იქნება “ახალი” და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

იმდენად მომენატრა ფეხბურთი, რომ სიახლეებს აღარ დავეძებ. ფეხბურთის ზეიმი იქნება და ეს არის მთავარი.

მადლობა

პოპულარული

ყველა ვგულშემატკივრობთ ინგუშს- საქართველოსთვის

გიორგი მელია (ბ/რ ჭიდაობა, 97 კგ), 1/8 ფინალში რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან ინგუშ მუსა ევლოევთან დამარცხდა. ევლოევის ფინალში გასვლის შემთხვევაში გიორგი მელია ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის...

Logicbet-ის დღის ბილეთი

1. ბაზელი-სიონი                 1 2. კრასნოდარი-ხიმკი            1 3. ლილი-პსჟ             ...

სტ.ჟილოსი-ბრიუგე: (ექსპერტის პროგნოზი)

ახალი სეზონის პირველ მატჩი ბელგიის ჩემპიონმა შინ ფრედ ითამაშა. ახლა მგონია, რომ სეზონში პირველ გამარჯვებას მოიპოვებს და ამოსთვის სტუმრად სტ.ჟილოსის დამარცხება უნდა შეძლოს. ექსპერტის პროგნოზი: ...

ლილი-პსჟ: (ექსპერტის პროგნოზი)

ხვალ, საფრანგეთშიც იწყება სეზონი. სუპერ თასის ფინალი, ლილი-პსჟ-ს თამაში თელ-ავივში გაიმართება. ლილი მოგეხსენებათ ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და პსჟ-ს ერთგვარი რევანში აქვს ასაღები. ამ...

კრასნოდარი-ხიმკი: (ექსპერტის პროგნოზი)

დროა კრასნოდარმა ის იმედები გაამართლოს, რასაც მათზე ამყარებენ. წინა ჩაგდებული სეზონიდან გამომდინარე, ჩემპიონობაზე შეიძლება ვერ გაიწიონ, მაგრამ ვფიქრობ, დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაიწიონ....

ჰამბურგი-დინამო დრეზდენი: (ექსპერტის პროგნოზი)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა. როგორც მოგახსენეთ, მეორე ბუნდესლიგაში ხშირია აუტები, მაგრამ ამ თამაშში ვინაიდან ჰამბურგი მასპინძელია, ვფიქრობ, რომ 50-ზე მეტი არ იქნება. ჰამბურგი ძირითადად ბურთის...

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი

1. ვიტებსკი-ჟოდინო                      2.5-ზე ნაკლები გოლი 2. სონდერისკე-ნორდისელანდი        ორივე გაიტანს 3. სონდერისკე-ნორდისელანდი     ...

ვიტებსკი-ჟოდინო: (ექსპერტის პროგნოზი)

ბელარუსის ჩემპიონატში უკვე მეორე წრე დაიწყო და მე-18 ტურია. ვიტებსკი შინ საკმაოდ კარგად თამაშობს და საშინაო 8 შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულაა, 10:2-ზე ბურთების...

ინგუშმა მოიგო, მელიას ბრინჯაოს შანსი…

ინგუშმა მუსა ევლოევმა 7-1 მოუგო პოლონელ მიხალიკს და ოლიმპიური თამაშების ფინალში მოქმედ ჩემპიონს სომეხ არტურ ალექსანიანს შეხვდება. გიორგი მელია კი ხვალ, მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან...

ქართველი გერმანიის ჩემპიონატში

გურამ გიორბელისის ახალი გუნდი დრეზდენის დინამო იქნება, რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგა 3-ის ჩემპიონი გახდა და ბუნდესლიგა 2-ში გადავიდა. ამ ეტაპზე ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. გიორბელიძემ...

პოლი-გალან რივეროსი: (ექსპერტის პროგნოზი)

სან-ხოსესგან განსხვავებით ვაშინგნტონში სტარტს აიღებს ATP-ტური, სადაც ჰარდის საფარზე კარგად მოასპარეზე ტომ პოლი დაუპირისპირდება გალან რივეროსს, რომელიც თიხის საფარს ანიჭებს უპირატესობას და ვფიქრობ, რომ...

იაპონია-დომინიკელთა რესპუბლიკა: (ექსპერტის პროგნოზი)

მასპინძლებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება ფრენბურთში, სადაც დომინიკელთა რესბულიკას უმასპინძლებენ და რომელთან მოგების შემთხვევაში, მათ ადგილს დაიკავებენ და გავლენ ჯგუფიდან. ასე რომ ძალიან დაძაბული...

მსგავსი სიახლეები