“რეალის” ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უახლოეს მომავალში გუნდებში მუშაობაზე უარს აცხადებს.
49 წლის სპეციალისტს სურს, რომ საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს. ის დიდიე დეშამის ნაკრებიდან წასვლას დაელოდება.
ფრანგები წარუმატებლად გამოვიდნენ ევრო-2020-ზე. თუმცა, დეშამი ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე რჩება.
ზიდანი დეშამის წასვლის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტული კანდიდატი გახდება.