ავსტრიაში დიდი ჯახია, Red Bull არენაზე ზალცბურგი უმასპინძლებს მიუნხენის ბაიერნს. ალბათ მათი შეხვედრები 2020-ში ყველას გვახსოვს, რადგან უხვგოლიანი და სანახაობრივი ფეხბურთი არ მოუკლიათ ჩვენთვის. წელს ჯგუფურ ეტაპზე 3 ყველაზე შედეგიანი გუნდი გვყვავდა ქულების მაქსიმუმით: ლივერპული, აიაქსი და ბაიერნი, მაგრამ უკანასკნელი მათშიც კი გამორჩეული იყო ბურთების შეფარდებით(22:3). მათი გოლეადორის რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეც 9 ბურთია ბომბარდირთა დავაში და ერთი გოლით ჩამორჩება აიაქსის თავდამსხმელს სებასტიან ჰალერს.
ვფიქრობ, რომ გველის სანახაობრივი მატჩი ბევრი გოლით და კიდევ უფრო ბევრი მომენტით ორივეს კარში.
მატჩის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერია, რომელმაც 3 შეხვედრა იმსაჯა ლიგაზე წელს და 10 ყვითელთან ერთად 1 წითელიც ანახა ფეხბურთელებს.
ექსპერტის პროგნოზი:
- ორივე გაიტანს
- 2.5-ზე მეტი გოლი
- 3.5-ზე მეტი გოლი
- ბაიერნის 2.5-ზე მეტი გოლი
- 4.5-ზე ნაკლები ბარათი
6. ლევანდოვსკი გაიტანს
დასაწყისი თბილისის დროით: 00:00 საათი
Loading ...