მიმდინარე სეზონში გუნდები კონკურენტუნარიანები არიან ევროტურნირებზე პოზიციებისთვის ბრძოლაში. არსენალი ამ სეზონში ევროპის გარეშე დარჩა და ინგლისის ორივე თასიდან გავარდა. ლონდონელების მთავარი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულებაა. “მგლებიც” ცდილობენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას, მაგრამ ევროპა ლიგაზეც წინააღმდეგნი არ იქნებიან. “მგლებს” ჰყავთ ძლიერი და ტაქტიკურად მომზადებული გუნდი, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს საშინაო მოედნის ფაქტორით და მეტოქის არადამაჯერებელი ფორმით, დადებითი შედეგის მისაღწევად. ვულვერჰემპტონი ზედიზედ ხუთ მატჩში დაუმარცხებელია – ოთხი მოგება და ფრე. არსენალმა ახალ წელის შემდეგ მატჩი ვერ მოიგო, ყველა ტურნირის გათვალისწინებით – ორი ფრე და სამი მარცხი, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი და სამი წითელი ბარათი. გარდა ამისა, „მეთოფეები” “მგლებთან” დაპირისპირებაში სუსტად გამოიყურებიან. ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში არსენალმა მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ვულვზმა არსენალის დამარცხების გემო კარგად იცის. ყურადღების გამახვილება ჯარიმებზეც შეგვიძლია, ორივე გუნდის სატურნირო გეგმაში მნიშვნელოვანია შეხვედრის შედეგი, რომელმაც ბევრი ემოცია და წესების დარღვევა უნდა გამოიწვიოს. მსაჯიც ხელს გვიწყობს, მაიკლ ოლივერი- მატჩში საშუალოდ 22 ჯარიმას აფიქსირებს.
ექსპერტის პროგნოზი:
- ვულვზი მოიგებს ერთ ტაიმს მაინც (2.15)
- ჯარიმების რაოდენობა 17,5-ზე მეტი (1.40)
დასაწყისი:23:45 საათი
