საქართველოს ეროვნულ ლიგაში 20-21 ივლისს მე-18 ტურის მატჩები გაიმართა და ამით ჩემპიონატის ნახევარი დასრულებულია.
გუნდები ჩემპიონატში შესვენებამდე კიდევ ორ ტურს ითამაშებენ და ამის შემდეგ მიმდინარე სეზონი 13 აგვისტომდე დაგვემშვიდობება.
გასულ ტურში, სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ თბილისის ლოკომოტივმა კიდევ ერთი მძიმე მარცხი იწვნია – ალექსანდრე ინწკირველის გუნდი ბოლნისში, სიონის წინააღმდეგ 5-1 განადგურდა.
ეფექტურად დაიწყო გიორგი ჭიაბრიშვილის და დინამო თბილისის თანამშრომლობა – თბილისელებმა დინამო არენაზე გამართულ მატჩში გაგრას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის გარკვეული რევანშიც აიღეს. (5-0)
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი დინამოს მწვრთნელად მატჩამდე ერთი დღით ადრე დაინიშნა.
სამგურალის შესანიშნავ სერიას, რომელიც ზედიზედ წაუგებელ 11 მატჩს ითვლიდა ამ ტურში წერტილი დაესვა. წყალტუბოელები გორში, დილას წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ (0-1)
ლევან კორღალიძის და რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შემდეგ საბურთალომ პირველი გამარჯვება მოიპოვა – თბილისურმა გუნდმა თელავი მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0)
ამ ტურში შესანიშნავად იასპარეზა დინამო ბათუმმა, მოქმედმა ჩემპიონებმა ქუთაისის ტორპედოს ანგარიშით 4-0 სძლიეს
მე-18 ტური
სიონი 5-1 ლოკომოტივი
გოლები: 1-0 ჭიაბრიშვილი(ს.კ), 2-0 ფოცხვერია, 2-1 ომარაშვილი, 3-1 ლ.ხორხელი, 4-1 ნ.ხორხელი, 5-1 ღამბარაშვილი
დინამო თბილისი 5-0 გაგრა
გოლები: 1-0 კამარა, 2-0 მოისწრაფიშვილი(პენ.), 3-0 ბარნსი, 4-0 მექვაბიშვილი, 5-0 სხირტლაძე
დილა 1-0 სამგურალი
გოლები: 1-0 კაპანაძე
საბურთალო 1-0 თელავი
გოლები: 1-0 მიოჩი
დინამო ბათუმი 4-0 ტორპედო
გოლები: 1-0 მამუჩაშვილი, 2-0 მამუჩაშვილი(პენ.), 3-0 ფლამარიონი(პენ.), 4-0 გაფრინდაშვილი
სატურნირო მდგომარეობა: დინამო ბათუმი 41, დინამო თბილისი 35, სამგურალი 33, დილა 33, საბურთალო 26, თელავი 21, ტორპედო 21, სიონი 20, გაგრა 17, ლოკომოტივი 3
ბომბარდირები: ჯოვინო ფლამარიონი(დინამო ბათუმი) 10, ირაკლი სიხარულიძე(საბურთალო) 8, ხვიჩა კვარაცხელია(დინამო ბათუმი) 8, ნიკა ხორხელი(სიონი) 7, ვაგნერ გონსალვეში(დილა) 7
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე