მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდს საკმაოდ მძიმე სეზონი აქვს, ჩემპიონობის შანსი სრულად და ბუნდესლიგიდან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, ის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე წარმატებით აგრძელებს, ასევე მიმდინარე სეზონი შანსია მისი მწვრთნელისთვის, რომელიც როგორც ვიცით დროებით არის ამ პოსტზე და მომავალი სეზონიდან გუნდს მარკო როზეს გადააბარებს, შესაბამისად ტერზიჩს სავარაუდოდ სურს შთაბეჭდილება მოახდინოს მომავალ პოტენციურ დამსაქმებელზე…
შესაბამისად, ეს თამაში გუნდისთვისაც და მწვრთნელისთვისაც შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ფინალია, ამიტომ მე პირადად მგონია, რომ თამაში იქნება მძიმე და ნერვიული, დორტმუნდი არ ეცდება თავიდანვე თავქუდმოგლეჯილმა შეუტიოს მეტოქის კარს და ძირითადად ჰოლანდის, როისის და თუ შემადგენლობაში დააყენებს რეინას (ან კნაუფის) სწრაფი გარღვევების იმედად იქნება…
სიტი კი პირველივე წუთებიდან შეუტევს და ეცდება პირველივე ტაიმში გაიტანოს გოლი, რადგან 2:1 უპირატესობა საკმაოდ არასანდოა…
იქნება ბევრი ორთაბრძოლა და გრძელი გადაცემები ჰოლანდის მისამართით, შესაბამისად მგონია რომ იქნება
3,5 – ზე მეტი თამაშგარე
იქიდან გამომდინარე, რომ თამაში იქნება დაძაბული და იქნება ბევრი ორთაბრძოლა:
4,5 – ზე მეტი ყვითელი
ხოლო მატჩის მნშვნელობიდან გამომდინარე და ასევე იქიდან, რომ სავარაუდოდ ტერზიჩი (ისევე როგორც პირველ მატჩში გვარდიოლამ ქნა) ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს და ძირითადად კარის მშრალად შენახვასა და ერთი გოლის გატანაზე იქნება ორიენტირებული:
2,5-ზე ნაკლები გოლი
რაც შეეხება შედეგის თამამ და სუბიექტურ პროგნოზს:
დორტმუნდი 2:0 მანჩესტერ სითი