დორტმუნდმა ლიგაზე დაძლია სევილიას ბარიერი (5-4) და დროა ბუნდესლიგასაც მიხედოს, რადგან მეექვსე პოზიციას იკავებს 39 ქულით და 4 ქულით ჩამორჩება მეოთხეზე მყოფ აინტრახტს საიდანაც ლიგის საგზურების გაცემა იწყება. ბოლო სამი შეხვედრა ბუნდესლიგაშიც კარგად ჩაატარა თუ არ ჩავთვლით ბაიერნთან მარცხს(4-2) სტუმრად, წინა ორი მატჩი ცხრილის ქვედა ზონაში მყოფ გუნდებთან შალკესთან სტუმრად 4-0, ხოლო სახლში არმინიასთან 3-0 მარტივად მოიიგეს. ჰერტა იბრძვის ბუნდესლიგაში დასარჩენად და ამისთვის არანაირ მცდელობას არ იშურებს, ასევე ბევრია ჯარიმები მის შეხვედრებში. ბერლინში მათი შეხვედრა 2-5 დამთავრდა დორტმუნდის სასარგებლოდ და ჯარიმები 12-17ზე დაფიქსირდა.
ლოგიკური პროგნოზი:
- დორტმუნდის მოგება
- 22.5ზე მეტი ჯარიმა მატჩში
დასაწყისი თბილისის დროით: 21:30 საათი