დინამო (თბ) – დინამო (ბთ)
ჩემი აზრით საჩემპიონო დაპირისპირებაა, ვინც ამ თამაშში შეძლებს წარმატების მიღწევას, ვფიქრობ ჩემპიონიც ის უნდა გახდეს. საკმაოდ დაძაბული მატჩი იქნება ამას თქმაც არ უნდა და ვფიქრობ 5 ბარათი ძალიან მარტივად და ლოგიკურად უნდა დაფიქსირდეს, პირველი წრის მატჩში 6 ბარათი დაფიქსირდა და ახლა , როცა სასწორზე ჩემპიონობა დევს ძალან ლოგიკური ჩანს ბარათები. შემდეგი პოზიციაა აუტები. საქართველოს ჩემპიონატში, ზოგადად გუნდები ძალიან ბევრ აუტს აწვდიან, ეს ჩვენდა სამწუხაროდ ჩემპიონატის დონეზე მეტყველებს, 50-55 აუტი ჩვეულებრივი ამბავია თითქმის ყველა მატჩში, ამ თამაშშიც დაახლოებით ასეთ ტოტალს ვვარაუდობ და ვიტყვი რომ 49 აუტი და მეტი ლოგიკურად მოწოდდება ამ თამაშში.
ექსპერტის პროგნოზი:
-ბარათები 4.5-ზე მეტი
-აუტები 48.5 ზე მეტი.