“ლიონის” თავდამსხმელი მემფის დეპაი “ბარსას” უახლოვდება.
მხარეებმა უკვე პრაქტიკულად გააფორმეს 3 წლიანი კონტრაქტი. 1 ივლისს, ფორვარდი თავისუფალი აგენტი ხდება, მის კონტრაქტს “ლიონთან” ვადა გასდის.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდელი შედარებით მცირე ხელფასს და მისაღებ საბონუსო სისტემას დათანხმდა.
მოსალოდნელია, რომ დეპაი მას შემდეგ გააფორმებს კონტარქტს, როდესაც კუმანს დაამტკიცებენ მწვრთნელად.
მოლაპარაკებები მემფისსა და “ბარსას” შორის თვეებია გრძელდება. წინა თვეს მათ ვერ შეძლეს ფეხბურთელის ყიდვა ფინანსური პრობლემების გამო.
27 წლის ფორვარდმა კატალონიაში გადასვლის გამო, ბევრად მისაღებ შემოთავაზებებზე თქვა უარი.