NBA დენვერი – ფინიქსი
ამ პერიოდისთვის დენვერი თავის სათამაშო კონდიციებში მოიკოჭლებს. მათი მთავარი ვარსკვლავი იოკიჩი მართალია შეტევებში გამოირჩევა და დენვერი ქულების მოპოვებას ძირითადად მას უნდა უმადლოდეს, თუმცა აქვე იმასაც დავამატებ, რომ სხვა თანაგუნდელები იოკიჩს მხარს ნაკლებად უბამენ შედეგიანობით შეტევებში. ფინიქსის დაცვასთან გამკლავება დენვერს ვფიქრობ ამ თამაშშიც მთლიანობაში გაუჭირდება და გუნდი ძირითადად იოკიჩის თამაშზე იქნება დამოკიდებული შემტევ ხაზში. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ დენვერის უკანა ხაზი დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევა, აქვს ბევრი სისუსტე დაცვაში, უნდა გაუჭირდეთ წესით კვლავ ფინიქსის შემტევების გამკლავება და საკუთარი პარკეტის უპირატესობა ამ თამაშში ვფიქრობ ნაკლებად გამოსაყენებელი ფაქტორი იქნება.
ფინიქსი კი მეტოქისგან განსხვავებით მშვენიერ ფორმაშია. გამთამაშებელი კრის პოლი უკვე თავის სათამაშო კონდიციებში მოვიდა, კარგად ისვრის ბურთებს და ფინიქსის ერთ-ერთი კოზირი სწორედ პოლი უნდა იყოს თავდასხმის ხაზში. ასევე ბუკერიც მშვენიერ ფორმაშია, ნბა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი. ფინიქსის უპირატესობა იმაშიცაა, რომ კარგად იცის თავის დაცვაში თამაში და შეტევების ორგანიზებაში ხისტი თამაშიც ახასიათებთ. მართალია გასვლითი შეხვედრა ფინიქსისთვის იოლი მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ თუ შევადარებთ ამ მომენტისთვის გუნდების სათამაშო ფორმას, მგონია ფინიქსი არაფერს დაუთმობს დენვერს ამ თამაშშიც.
ვფიქრობ ,ამ თამაშშიც გამოჩნდება დენვერის ჩავარდნები თავდასხმაში, მხოლოდ იოკიჩის იმედად გუნდი დიდს ვერაფერს გახდება შეტევაში, გუნდის წამყვანი მსროლელები ფორმაში არ არიან, არასტაბილურად გამოიყურებიან, დაცვა უშვებს შეცდომებს, გუნდს ახასიათებს გათიშულობა და ა,შ… ანუ იმის თქმა მინდა, რომ დენვერი ბევრად არასტაბილური გუნდია და უფრო მეტი ხარვეზი აქვს, ვიდრე მის მეტოქეს.
ბუკმეკერებმა როგორც ჩანს ამ თამაშში გამოკვეთილი ფავორიტი ვერ დაინახეს და თითქმის თანაბარი კოეფიციენტები დაუნაწილეს. ეს ყველაფერი კი უფრო მიგვითითებს იმაზე, რომ ამ წყვილში ამჯერად უფრო კარგ ფორმაში მყოფი გუნდის მხარეზე დავდგეთ და კვლავ ფინიქსს დავუჭიროთ მხარი.
ლოგიკური პროგნოზი:
- ფინიქსის ფორა 2(+5,5)
დასაწყისი თბილისის დროით: 06:00 საათი
კოკა კვერნაძე