უსმან დემბელემ შესაძლოა “ბარსელონა” დატოვოს.
Marca იუწყება, რომ ფრანგს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ის თავისუფალი აგენტი ხდება და სწორედ ამ დროს აპირებს მასთან პარიზული კლუბი კონტრაქტის გაფორმებას.
თუმცა “ბარსას” სურს, რომ დემბელე დარჩეს და შემდეგი კვირიდან აპირებს დიალოგის დაწყებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები შეეცდებოდნენ ნახევარმცველის გაყიდვას, თუ კი ვერ გაახანგრძლივებდნენ კონტრაქტს.