როგორც ბ-ნ დავითმა იწინასწარმეტყველა, გაუფმაც, კრეიჩიკოვამაც და საკარიმაც მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. თანაც, როგორ გავიდნენ. ბოლო 20 წლის მანძილზე ამდენი დებიუტანტი “როლან გაროსს” ამ ეტაპზე არ ახსოვს. გაუფი ისე მივიდა ამ ტურამდე, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია და შესაძლოა ახალი ლეგენდის დაბადების მოწმეც კი ვხდებით. კრეიჩიკოვამაც ძალიან მარტივად, ორ სეტში (6-2, 6-0) სძლია სტივენსს. ხოლო საკარიმ კენინი დაამარცხა ორ სეტში 6-1, 6-3 .
ქვემოთ იხილეთ დავით ღამბაშიძის პროგნოზები. ასე, რომ შედით ჩვენს საიტზე ან facebook გვერდზე და იხილეთ ჩვენი ექსპერტების პროგნოზები. არ ინანებთ !