ევრო 2022-ის 1/4-ფინალში საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს, ძალიან მნიშვნელოვან მატჩში, საკმაოდ ძლიერი რუსეთის ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 1 თებერვალს 20:00-საათზე გაიმართება.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, პლეი ოფში გასვლით უდიდეს წარმატებას უკვე მიაღწია, მაგრამ დღეს დასაკარგი არაფერია და იმედია ჩვენი ბიჭების თავგანწირულ ბრძოლას ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსეთი და საქართველო ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ მეტოქემ ორი მატჩის ჯამში 7:0 მოიგო (4:0, 3:0)
შევხვდეთ ახალ გამოწვევას წარმატებით