როგორც იცით ევრო 2020 კარსაა მომდგარი და ყველა ნაკრები უკვე ემზადება ჩემპიონატისათვის, ჩვენი რედაქცია რა თქმა უნდა ყველა მატჩის პროგნოზს, ანალიტიკასა და საინტერესო მომენტებს შემოგთავაზებთ, მანამდე კი პროგნოზების შესახებ სპორტულ ჟურნალისტებს დავეკითხეთ, დღევანელი ჩენი სტუმარია Setanta Georgia-ს კომენტატორი და ფეხბურთის საკმაოდ კომპეტენტური ფანი – გიორგი ფულარიანი:
ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?
უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონობას, ევროპირველობის ოქროს მედალიც დაუმატოს.
ძალიან მომწონს ბელგიის ნაკრების შემადგენლობა, მათი სათამაშო სტილი და იმედია, კევინ დე ბრუენიც იასპარეზებს.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია
…და ასევე გერმანია, იტალია…
ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება ევროზე და რატომ გგონია ასე?
ამაზე ცოტა არ იყოს, მიჭირს პასუხის გაცემა. ალბათ, ხორვატიის ნაკრები, რადგან გადამწვარი, გამოფიტული მეჩვენება.
ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?
ძალიან დიდ სიურპრიზებს ველი ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრებისგან და რუსლან მალინოვსკისგან.
ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?
მე პირადად გერმანიას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, აქაც ერთ–ერთი ფავორიტია. ყველამ ვიცით, რომ იოახიმ ლიოვისთვის ბოლო სანაკრებო ჩემპიონატია და წესით, ეს მისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს.
რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?
როგორც იცით, ეს პირდაპირი გაგებით ევროპის ჩემპიონატია, რადგან მატჩები ამ კონტინენტის სხვადასხვა ქალაქში ტარდება.
„ახალი“ არის ის, რომ გარკვეული რაოდენობის ქომაგი ტრიბუნებს დაუბრუნდება.