ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაში ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის თამშდება. მამაკაცთა შორის სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონები უკვე გამოვლიდნენ. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალიშვილი გახდა ჩემპიონი.
მან ფინალამდე აჯობა უკრაინელ მიკიტა ჰოლობორდკოს, ყაზახ შერზოდ დავლატოვს, აზერბაიჯანელ ჯავიდ პირიევსა და ასევე ყაზახ მერეი მარხანბეტოვს. სარდალიშვილმა ფინალში გასიმ ვალიზადესთან ბრძოლა იპონით დაუსრულა.
საქართველოს ნაკრების ღირსებას 18 ივლისს კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი დაიცავს. სადაც, მძიმე წონებში ოქროს მედლების მოგების დიდი შანსები გვაქვს.