კვირა, 20 ივნისი, 2021

გიორგი ვაშაკიძე – საფრანგეთ-პორტუგალია-გერმანიიდან ერთი უეჭველი უნდა ჩარჩეს ჯგუფში და მგონია, რომ იმედგაცრუებაც ნებისმიერისთვის ეგ უნდა იყოს

ევროპირველობის დაწყებამდე 8 დღე რჩება, ნაკრებები სათამაშდ ემზადებიან, ჩვენი გუნდი კი კომპეტენტურ ადამიანებთან სტუმრობას და მათი პროგნოზების თქვენთვის გაცნობას განაგრძობს, ჩვენი დღევანდელი სტუმარია, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მედია ოფიცერი, სპორტული ჟურნალისტი გიორგი ვაშაკიძე:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ევრო გველის და ბუნებრივია, მეც მოლოდინში ვარ – ყოველი დიდი საფეხბურთო ფორუმის წინ ხომ ასეა, გინდ მსოფლიო ჩემპიონატი იყოს და გინდ ევროპის ჩემპიონატი.

რაც შეეხება სამ ფავორიტს, ალბათ ბოლო დროინდელი შედეგებიდან და ყველა რგოლში დაბალანსებული შემადგენლობიდან გამომდინარე საფრანგეთს, ბელგიას და პორტუგალიას გამოვარჩევდი:

საფრანგეთი და პორტუგალია ბოლო ფინალისტები არიან და ახლაც “სიკვდილის ჯგუფში” არიან, ბელგიას კი ბოლო წლებში მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი-თაობა ჰყავს და მგონია, რომ “რაღაც” უნდა ქნან და ეს რაღაც, სწორედ ევრო 2020-ის მოგება უნდა იყოს.

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და რაკი იმედგაცრუებაზეა ლაპარაკი, ესე იგი ისეთი გუნდი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ზოგადად ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება ხომ? ისევ ე. წ.” სიკვდილის ჯგუფს” დავუბრუნდები და ვიტყვი: საფრანგეთ-პორტუგალია-გერმანიიდან ერთი უეჭველი უნდა ჩარჩეს ჯგუფში და მგონია, რომ იმედგაცრუებაც ნებისმიერისთვის ეგ უნდა იყოს.

იმედგაცრუება ფეხბურთელი? ასე კონკრეტულად ნამდვილად ვერ გეტყვით, უბრალოდ, არ მაქვს პასუხი…

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ევროს აღმოჩენა ნაკრები? ძალიან მესიმპათიურება დანიის ეროვნული გუნდი და ვფიქრობ, პოლონეთსაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი ნაკრები ჰყავს

 

კრისტიან ერიქსენზე და რობერტ ლევანდოვსკიზე როგორ ვთქვა, აღმოჩენები იქნებიანო, მაგრამ მგონია, რომ ორივეს მართლაც უმაღლეს დონეზე შეუძლიათ ევროზე თამაში. ვნახოთ…

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

იტალიას ვქომაგობ ღრმა ბავშვობიდან და ბუნებრივია, ახლაც ასე იქნება. რაც შეეხება “ჩემი გუნდის” შანსებს, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც ასე ვიტყვი – მანჩინის გუნდს შორს წასვლა ნამდვილად შეუძლია.

რატომ?

კი ბატონო, დღეს “სკუადრა აძურას” შესაძლოა, არ ჰყავს, ასე ვთქვათ ვარსკვლავი ნაკრები, მაგრამ მთლიანობაში ძალიან შეკრული გუნდია და რაც მე ვნახე, საკმაოდ გამართულ, ლაღ და შემტევ ფეხბურთს, ასე ვთქვათ, არაიტალიური სტილით თამაშობს. მანჩინის ნაკრებს ბოლოდროინდელი სტატისტიკაც უმაგრებს ზურგს, 25 წაუგებელი მატჩი, თუმცა ისიც კარგად მესმის, შესარჩევის რიხით გასვლა ერთია და მთავარი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. შესაბამისად, ჩემი სურვილიც ნათელია, რაც იქნება მწვერვალი!

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

რა იქნება ახალი და საინტერესო? ევროფორუმზე საქართველოს ნაკრების ყოფნა იქნებოდა პირველ რიგში ახალიც, საინტერესოც და ბუნებრივია, ჩვენი, ყველა ქართველის ემოცია და მოლოდინი სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, შარშანდელი 12 ნოემბერი ახლაც ყველას მწარედ გვახსოვს.

სხვა მხრივ რა ვთქვა, სანაკრებო ბატალიები უკვე თავისთავად საინტერესოა, სასიამოვნო სიახლე კი ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნება მგონია – ქომაგის გარეშე ხომ ფეხბურთი ის არაა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს…

მადლობა

 

პოპულარული

პორტუგალია-გერმანია: (ექსპერტის-პროგნოზი)

პორტუგალია - გერმანია-თამაში რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც დაამაშვენებდა. პორტუგალიამ პირველი ტური უნგრელეთთან  მოგებით დაიწყო და მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხეს მათი გატეხვა. პორტუგალია მანამდე ჩემი...

ესპანეთი-პოლონეთი :(ექსპერტის-პროგნოზი)

ესპანეთი-პოლონეთი ესპანელებმა, საკმაოდ უსახური თამაში აჩევენს შვედებთან, გაუთავებელი და არაფრის მომტანი, ბურთის უაზრო გორაობა და შესაბამისად ვერც მოუგებს სკანდინავიელებს. პოლონელებმა კი, სლოვაკეთთან წააგეს, თან...

უნგრეთი-საფრანგეთი: (ექსპერტის-პროგნოზი)

უნგრეთი-საფრანგეთი პირველ ტურში საფრანგეთმა ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გერმანია თითქმის უშანსოდ დაამარცხა, ხოლო უნგრელებმა დიდი ბროლა გაუმართეს პორტუგალიელებს და მხოლოდ ბოლო 5 წუთში წააგეს დიდი...

შვეიცარია-თურქეთი: (ექსპერტის პროგნოზი)

მაშ ასე, ეს ბოლო ტურის მატჩია ჯგუფში ამ გუნდებისთვის, რომელიც ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგან ორივე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მოგება ჭირდება მესამე ადგილზე...

ესპანეთი-პოლონეთი : (ექსპერტის-პროგნოზი) 1

ესპანეთი-პოლონეთი მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებს , როგორ უყვარს ეს გაუთავებელი და ხშირად უაზრო ბურთის გორება. ასე იყო შვედებთანაც და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება დღევანდელ მატჩშიც. ასეთი...

შვეიცარია-თურქეთი: (ექსპერტის პროგნოზი)

შვეიცარია-თურქეთი ორი ტური გავიდა და ჩემ გასაკვირად ჯერ თურქეთს გოლი არ გაუტანია, არადა საკმაოდ ბევრი მაღალი კლასის შემტევი ყავს. შვეიცარიას აუცილებლად მოსაგები აქვს თამაში და...

უახლესი

იტალია-უელსი : (ლოგიკური პროგნოზი)

იტალია-უელსი ლოგიკურად, ამ თამაშს მასპინძლები მოიგებენ. იტალიის ნაკრები ფენომენალურ კონდიციებშია და აბსოლუტურად ყველას დამარცხებას აპირებენ. ისინი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. ვფიქრობ, არც ამ თამაშს დათმობენ. ვალიელებმა...

“რუსებსაც, რაღაც შეუძლიათ …”- დანიის მწვრთნელი

დანიის მწვრთნელმა  კასპერ იულმანდმა რუსეთთან თამაშის წინ თავის მოლოდინებზე ისაუბრა. "რუსებსაც, რაღაც შეუძლიათ. მათ იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი. მათ ყავთ კარგი ფეხბურთელები. არიან დზიუბა, გოლოვინი...

შვეიცარია-თურქეთი: (ექსპერტის პროგნოზი)

შვეიცარია-თურქეთი ორი ტური გავიდა და ჩემ გასაკვირად ჯერ თურქეთს გოლი არ გაუტანია, არადა საკმაოდ ბევრი მაღალი კლასის შემტევი ყავს. შვეიცარიას აუცილებლად მოსაგები აქვს თამაში და...

იტალია-უელსი: (ექსპერტის პროგნოზი)

იტალია-უელსი ორივე გუნდი გასულია 1/8 ფინალში და ლოგიკირია, რომ დღეს უნდა იყოს წყნარი, მშვიდი თამაში. დღევანდელი მატჩიდან შევარჩიე აუტების პოზიცია. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს...

ოფიციალურად!

ნიდერლანდების ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი "ბარსელონა"-ს ფეხბურთელი გახდება. კატალონურმა კლუბმა უკვე გამოაცხადა მომავალი კონტრაქტის შესახებ, რომელიც გაფორმდება 2022/2023 სეზონის დასასრულამდე. 27 წლის დეპაი...

მსგავსი სიახლეები