გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 2021/2022-ის სეზონის კიდევ ორი 1/4 ფინალური გუნდი გამოვლინდა.
ნიდერლანდებში ამსტერდამის “აიაქსი” “ბენფიკას” დაუპირიაპირდა.
ამსტერდამელები აშკარა ფავორიტები იყვნენ.
პირველი მატჩი პორტუგალიაში ფრედ 2:2 დასრულდა და ბევრი ელოდა, რომ შინ “აიაქსი” დაამარცხებდა თავის მოწინააღმდეგეს, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ პორტუგალიელები მათი ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნიესი , რომელმაც მატჩის 77-ე წუთზე გახსნა ანგარიში და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა ეს იყო მატჩის პირველი და უკანასკნელი გოლი.
დღის მეორე მატჩი ინგლისში გაიმართა და “მანჩესტერი” “ატლეტიკოს” დაუხვდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უფრო მწვავედ ინგლისელები უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ესპანელებმაც რანდენიმეჯერ შეუტიეს მწვავედ პირველ ტაიმში, გოლიც გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.
აი მატჩის 41-ე წუთზე კი უკვე ყოველგვარი წესების დაცვით გავიდა გოლი, რომელიც “ატლეტიკოს” მარცხენა მცველმა რენან ლოდიმ გაიტანა.უნდა აღინიშნოს, რომ მშვენიერ ფორმაშია და ბოლო ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
სწორედ ამ გოლის წყალობით “ატლეტიკომ” დაამარცხა “მანჩესტერი” და გავიდა მეოთხედ ფინალში.
დღეს მორიგი სათამაშო დღე არის ჩემპიონთა ლიგაზე. ორი მატჩი გაიმართება საფრანგეთში: “ლილი” უმასპინძლებს “ჩელსის”, ხოლო იტალიაში “იუვენტუსი” “ვილიარელს” შეხვდება
©ლაშა კაიშაური