ბუდუ ზივზივაძით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი “კარლსრუე” ინტერესდება.
ტრანსფერი კლუბების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, თავად ფეხბურთელის სურვილიც არის გერმანიაში თამაში.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე ამჟამად უნგრეთის “ფეჰერვარის” საკუთრებაშია. იმედია, ბუდუს მალე ვიხილავთ გერმანიაში!