საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ევრო 2020 ის ტურის მესამე მატჩში დუბლი შეასრულა (2:2).
“რეალის” თავდამსხმელმა ფრანგების რეკორდი მოხსნა. მან 33 წლისა და 186 დღის ასაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
ბენზემამ ამ მაჩვენებლით ზინედინ ზიდანს გადაასწრო, რომელმაც ევრო-2004 ზე დუბლი გაიფორმა ინგლისთან (2-1), მაშინ ის 31 წლისა და 356 დღის იყო.