ანტიკორუფციულმა ბიურომ ATP (ITIA) ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
რუსული პრესა წერს:
-ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, ანონიმური წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ITIA იძიებს ბასილაშვილის მონაწილეობას 2016 წელს გამართულ გარიგებულ მატჩში.
გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს.
“ჩაწყობილი” მატჩის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სპორტსმენს პროფესიული საქმიანობის დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 21-ე ადგილზეა. მას აქვს ხუთი გამარჯვება ATP-ის სხვადასხვა ტურნირზე, ასევე არის საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი.