ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა “ბარსელონა” დატოვოს.
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ კატალონური კლუბი მზადაა ამ ზაფხულს გაყიდოს 28 წლის ბრაზილიელი.
ამასთან, რომანო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს “არსენალი” დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენით.
კოუტინიოს ტრავმის გამო დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.