“ბარსელონაში” თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის გაყიდვას განიხილავენ.
როგორც Marca წერს, რაღაც დრომდე მას ხელშეუხებლად თვლიდნენ, მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა “ბლაუგრანას” დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი შეცვალა. ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ კლუბს ტრავმის გამო დემბელესა და კოუტუნიოს გაშვება არ შეუძლია.