ანტუან გრიზმანის მომავალი “ბარსელონაში” გაურკვეველია.
ზოგიერთი ხელმძღვანელი ეჭვქვეშ აყენებს 30 წლის ფრანგის მომავალს კატალონურ კლუბში, წერს Marca.
“ბარსელონას” ეხლა დიდი ფინანსური პრობლემები აქვს და გრიზმანის გაყიდვით მიღებული სარგებლით ხელფასების ფონდში გააკეთებდნენ ეკონომიას. “ბარსელონა” მისაღებ შემოთავაზებას ელოდება, რადგან თავის დროზე ის 120 მილიონად შეიძინეს.