გერმანული კლასიკის პროგნოზირება ზოგადად საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბაიერნის და დორტმუნდის წლევანდელ ფორმას, უპირატესობა მაინც ალბათ მასპინძლების მხარესაა…
როგორც გულშემატკივარი, ბორუსიას წაგებას ნამდვილად არც ვისურვებ და არც ვიწინასწარმეტყველებ – სამაგიეროდ თამამად შეიძლება 2,5-ზე მეტი გოლის და 4,5-ზე მეტი ყვითელი ბარათის პროგნოზირება
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის თუ საუკეთესო არა, ტოპ 5 თავდამსხმელიდან ორი სწროდედ დორტმუნდსა და ბაიერნში თამაშობს, გოლები წესით არ უნდა მოგვაკლდეს, რაც შეეხება ყვითელ ბარათებს – თამაშის მნიშვნელობის, ხასიათის და დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, 5 ყვითელი ბარათი კლასიკერისთვის უკვე ჩვეული მოვლენაა…
ჩემი პროგნოზი:
გოლები: 2,5-ზე მეტი
ყვითელი: 4,5-ზე მეტი
ჩემი სურვილი:
დორტმუნდის ორიანი