სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ატლეტიკო ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. მატჩი ნეიტრალურ არენაზე ჩატარდება. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო შეხვედრა რუმინეთში გადაიტანეს და მას ბუქარესტში Arena National-ი უმასპინძლებს.
Arena National-ის სტადიონი ნაცნობია მადრიდელებისთვის. 2012 წელს მათ ამ სტადიონზე დაამარცხეს ბილბაოს ატლეტიკი (3-0). თუ დღეს ატლეტიკომ სასურველი შედეგი დადო ბედის ირონიაც შეგვედზლება დავარქვათ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით :)(2012-2021)
„ჩოლოს” გუნდი ჩემპიონთა ლიგას არც ისე კარგ ფორმაში ხვდება. მადრიდელებმა ლა ლიგაში გამართული ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და გასულ ტურში დიდი ხნის შემდეგ პირველი მარცხიც იწვნიეს.
სიმეონეს ტრავმირებულთა სიაში ამ მომენტისთვის კარასკო, ხიმენესი და ერერა ჰყავს. „ჩოლოს“ მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„არისტოკრატებში“ ტომაშ ტუხელის მისვლის შემდეგ ცვლილებები დაიწყო. გერმანელმა სპეციალისტმა მოსვლის დღიდანვე სათამაშო სქემა შეცვალა და შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაც განახორციელა.
ამჟამინდელი „ჩელსი“ კონტეს დროინდელი სქემით თამაშობს და 3-4-3-ით მოქმედებს.
ჩელსისაც შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს. დაცვის ლიდერი ტიაგო სილვა უკვე კარგა ხანია დაშავებულია. ბრაზილიელის გარდა ტუხელს ტამი აბრაჰამი და მეისონ მაუნტი დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობა
“ატლეტიკო“: ობლაკი – ჰერმოსო, ფელიპე, სავიჩი – ლოდი, საული, კოკე, ლორენტე – კორეა – სუარეში, ფელიში (3-4-1-2).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინელი, 50 წლის).
“ჩელსი“: მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი – ჰადსონ-ოდოი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო – ვერნერი, მაუნტი – აბრაჰამი (3-4-2-1).
მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი (გერმანელი, 47 წლის).