იუვენტუსი წელს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან შეიძლება ლიგის გარეშეც კი დარჩნენ თუ ატალანტა ბოლო შეხვედრას მილანთან წააგებს სერია ა-ში. ასე რომ იუვეს და რონალდოს ერთადერთი შანსი რომ ამ სეზონს უტიტულოდ არ დაემშვიდობონ ეს თასია.
2014-2015წ. ლაციო-იუვე 0-1დდ. 2015-2016წ. იუვე-მილანი 1-0დდ. 2016-2017წ. იუვე–ლაციო 2-0. 2017-2018წ იუვე-მილანი 4-0. ზედიზედ 4-ჯერ მოგებული თასი 2010 წლიდან მოყოლებული და 2012-2020ში წაგებული ფინალები ნაპოლთან ჯერ 0-2, ხოლო ბოლოს პენალტების სერიით.
ატალანტამ კი ერთხელ ითამაშა ფინალი 2018-2019წ. სეზონში და ისიც დამარცხდა ლაციოსთან 0-2.
ლოგიკურად თუ გავყვებით ისტორიას და შევადარებთ დღევანდელ რეალობას იუვენტუსმა აუცილებლად უნდა მოიგოს მითუმეტეს რომ სერია ა-შიც ერთადერთი ქულა აიღო ატალანტასტან ორი მატჩის ჯამში. იუვენტუსი თუ მოიგებს აუცილებლად რონალდომაც უნდა გამოიჩინოს თავი და გაფუჭებული პენალტი უნდა გამოისყიდოს. საერთოდაც თუ დუბლს შეასრულებს კოპა იტალიის ბომბარდირიც კი გახდება სერია ა-ს ბომბარდირობასთან ერთად.
მატჩის მთავარი არბიტრი დავიდე მასაა რომლის ბარათების საშუალო მაჩვენებელი სერია ა-ში 4.47-ის ტოლია ხოლო ჯარიმები 27.76-ის.
ლოგიკური პროგნოზი:
- იუვენტუსის თასის აღება
- იუვენტუსის მოგება
- 4.5ზე მეტი ბარათი
- რონალდო გაიტანს
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი