უგანდელი ძალოსანი ჯულიუს სეკიტოლეკო, რომელიც იაპონიაში ჩავიდა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად, დაიკარგა. მან წერილი დატოვა.
“მე მინდა იაპონიაში ვიმუშავო”-დაწერა წერილში, რომელიც სეკიტოლეკოს ნომრში იპოვეს. სპორტსმენი ასევე წერს, რომ არ უნდა უგანდაში დაბრუნება, რადგანაც იქ ცხოვრება რთულია და თხოვს დელეგაციის წევრებს, მისი ნივთები ოჯახს გადასცენ.
მან უკვე დაკარგა ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებში ადგილი. 20 წლის ოლიმპიელმა, პარასკევს დილას იყიდა მატარებლის ბილეთი ნაგოასკენ, რომელიც იძუმისანოდან 200კმ-ით არის დაშორებული .