ტელეწამყვანმა სტივენ ეი სმითმა აშშ-ნიგერიის საკალათბურთო შეხვედრა შეაფასა.
აშშ დამარცხდა ნიგერიის საკალათბურთო ნაკრებთან 87:90. სტივენ ეიმ განაცხადა, რომ ამერიკელებისთვის უპატიებელია ეს დამარცხება, რადგანაც ნიგერიელი მოთამაშეების სახელების გამოთქმაც კი უჭირს.
ამ გამონათქვამს უპასუხა “მონესოტასა” და ნიგერიის ნაკრების მოთამაშემ ჯოშ ოკოგიმ.
“შეგიძლია სხვა გუნდი გააკრიტიკო და ჩვენდამი უპატივცემლობა არ გამოიჩინო. პატივი ეცი დროშას და მშობლიურ ქვეყანას! გახსოვდეს საიდან არიან შენი წინაპრები!!!” – დაწერა ტვიტერზე ოკოგიმ.
ნიგერიელმა პრეშეს აჩიუვამ ESPN ჟურნალისტის ასეთ გამოსვლას არაპროფესიონალური უწოდა.