პრემიერლიგაში თუ ვინმე იყო კარგ ფორმაში ეს ლონდონის არსენალია. ძალიან ლამაზ და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ბოლოს ძალიან აურიეს და აგერ უკვე ზედიზედ 4 მატჩია ვეღარ იგებენ. მართალია ამ 4-დან 3 თასის თამაში იყო, მაგრამ წაგება წაგებაა. დღეს მგონია ამ არასასიამოვნო სერიას არსენალი შეწყვეტს და მეთოფეები სამ ქულას აიღებენ . პროგნოზად კი მაქვს აუტები. ჩემი აზრით 42-ზე მეტი აუტი არ იქნება, ვინაიდან იშვიათად, რომ არსენალი შინ ასეთ დაბალი დონის გუნდთან ამდენი აუტი მოაწოდოს. გუნდთან სადაც არსენალს სავარაუდოდ დიდი სათამაშო უპირატესობა ექნება.
ექსპერტის პროგნოზი:
- აუტი 42.5-ზე ნაკლები
დასაწყისი: 18:00 საათი
