არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ ნახევარფინალში, კოლუმბიის წინააღმდეგ (1:1, 3:2 პენ.) მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
34 წლის ფეხბურთელმა ტურნირის 6 მატჩში “გოლს+გადაცემა” სისტემით 9(4+5) ქულა დააგროვა . ის “კოპა ამერიკის” საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.
“ალბისელესტე” ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით უკვე 19 მატჩია არ დამარცხებულა (11 მოგება, 8 ფრე ძირითად დროში).
ეს ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. სკალონიმ მარსელო ბიელსას გადაასწრო, რომელიც 18 მატჩი არ დამარცხებულა 2000-2002 წლებში.
რეკორდი ეკუთვნის ალფიო ბასილეს-31 მატჩი, 1991 – 1993 წლებში.
ფინალში არგენტინა ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება.