პარასკევს, 28 მაისს, გერმანიის ქალაქ კიოლნში, “ლანკსეს-არენაზე” “ანადოლუ ეფესმა” ნახევარფინალში მოსკოვის “ცეესკა” დაამარცხა (86:89) და გამოთიშა ასპარეზობას.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ესპანური “ბარსელონა” იტალიურ “მილანს” დაუპირისპირდება.
თორნიკე შენგელიამ 24 წუთი ითამაშა მოსკოვური გუნდის რიგებში და 10 ქულას მოუყარა თავი.