ალკმაარი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 6 მატჩიდან 1 დათმო სტუმრად ვიტესთან 2-1, თამაშობს ლამაზ ღია ფეხბურთს, რაც ფეინოორდთანაც დაამტკიცა 3 ტურის წინ და 4-2 მოუგო იმის მიუხედავად რომ ორჯერ აგებდა. ასევე მათ პსვსთან უკვე ზედიზედ 3 მოგება აქვთ და ბოლო სტუმრად 1-3 დაამარცხეს. მათ შორის სხვაობა 3 ქულაა და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც.
დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი დენის ჰიგლერია, რომელიც ბარათების საშუალო მაჩვენებლით(2.83) არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან უყვარს პენალტის დადება და მისი მაჩვენებელი მატჩში 0.79-ს შეადგენს რაც მართლაც რომ ძალიან ბევრია.
ლოგიკური პროგნოზი:
- ორივე გაიტანს
- 2.5ზე მეტი გოლი
- 2.5ზე მეტი ბარათი
- ალკმაარის 1.5ზე მეტი გოლი
- ალკმაარის მოგება
- მატჩში იქნება პენალტი
დასაწყისი თბილისის დროით: 17:30 სათი